საბაზრო მოედანზე მდებარეობს Ⴜმ. Ⴎეტრეს 11—13 სს. რომანული ტაძარი, რატუშა Ⴀღორძინების ხანის ტრადიციებში და Ⴐოლანდის ქვის ქანდაკება («Bremer Roland») რაინდულ ჯავშანში, მახვილით და ფარით ხელში; იქვე გვერდზე დგას Ⴁრემენელი მუსიკოსების ძეგლი; ქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობებისგან აღსანიშნავია სახელგანთქმული Ⴁეხტერშტრასე ხელოვნების და გამოფენების ცენტრით, Ⴘნოორფირტელის კვარტალი ხელოსნების, ანტიკვარიატით მოვაჭრეების სახლებით და სხვ.
Bremer Grunkohl mit Pinkel (მწვანე კომბოსტო ძეხვით ბრემენულად) – ძეხვი მზადდება ღორის ქონისგან და ბურღულისგან; კარგად შეკაზმულია და შებოლილი.
Bremerhaven (Ⴁრემერჰაფენი) – ქალაქი Ⴁრემენის მხარეში, Ⴁრემენის ავანპორტი მდინარე Ⴅეზერის შესართავში; მოსახლეობა 133 ათასი მაცხოვრებელი; ქვეყნის ერთ—ერთი მთავარი სამგზავრო პორტი, თეზზის ნაზსადგური; განვითარებულია გემთმშენებლობა, თევზგადამამუშავებელი მრეწველობა; საზღვაო არსენალი.
Bremer Vulkan Verband AG («Ⴁრემერ Ⴅულკან ფერბანდ ႠႢ») – ერთერთი უმსხვილესი გემთსამშენებლო კომპანია Ⴂერმანიაში.
Bremische Burgerschaft (Ⴁრემენის საქალაქო საკრებულო) – ქალაქ—მხარე Ⴁრემენის პარლამენტი.
Breslau (Ⴁრესლაუ) – ქალაქი Ⴑილეზიაში; ამჟამად Ⴎოლონეთის შემადგენლობაში.
Briefbombe (წერილი—ბომბი) – წერილი ფეთქებადი მოწყობილობით, რომელსაც უგზავნიან ვინმეს დასახიჩრების მიზნით, შესაშინებლად და ა. შ.; გავრცელდა ბოლო წლებში ტერორისტების გააქტიურების პირობებში.
Brigadegeneral (ბრიგადის გენერალი) – გენერლის წოდება Ⴁუნდესვერში.
Brigitte («Ⴁრიგიტა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი; გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Brocken (Ⴁროკენი) – უმაღლესი მწვერვალი (1142 მ.) Ⴠარცის მთებში.
Brockhaus («Ⴁროკჰაუსი») – საგამომცემლო ფირმა, დაარსებული Ⴔ. Ⴀ. Ⴁროკჰაუსის მიერ 1805 წ.; 1984 წ. ფირმა «Ⴁიბლიოგრაფიული