Dierig AG («Ⴉრისტიან Ⴃირიგ ႠႢ») – ბამბეულის უმსხვილესი კონცერნი, დაარსებული 1805 წ. ქ. Ⴀუგსბურგში; 1972 წლიდან – «Dierig Holding AG».
Christi Himmelfahrt (Ⴋაცხოვრის Ⴀმაღლება) – მოძრავი დღესასწაული Ⴋაცხოვრის Ⴀმაღლების შემდეგ მეორმოცე დღეს.
Christlich-Demokratische Union Deutschlands (CDU) (Ⴂერმანიის Ⴕრისტიანულ—Ⴃემოკრატიული Ⴉავშირი (ႵႣႩ) – ერთ—ერთი წამყვანი პოლიტიკური პარტია, ჩამოყალიბებული 1950 წ.; 1949—1969 წწ. და 1982—1998 წწ. იმყოფებოდა მთავრობების სათავეში; Ⴕრისტიანულ—Ⴑოციალურ Ⴉავშირთან ერთად Ⴁუნდესტაგში შეადგენს ერთიან ფრაქციას.
Christlicher Gewerkschaftsbund Deutschlands (CGB) (Ⴂერმანიის Ⴕრისტიანული პროფკავშირი) – აერთიანებს ქრისტიან მუშებს და მოსამსახურეებს; შექმნილია 1959 წ.
Christlich-Soziale Union in Bayern (CSU) (Ⴕრისტიანულ—Ⴑოციალური Ⴉავშირი Ⴁავარიაში (ႵႱႩ) – დაარსებულია 1945 წ.; მოქმედებს Ⴁავარიის ტერიტორიაზე; Ⴕრისტიანულ—Ⴃემოკრატიულ Ⴉავშირთან ერთად Ⴁუნდესტაგში შეადგენს ერთიან ფრაქციას.
Christ und Welt («Ⴉრისტ უნდ Ⴅელტ») – ყოველკვირეული რელიგიურ—პოლიტიკური გაზეთი; დაარსებულია 1948 წ.
Commerzbank AG («Ⴉომერცბანკ ႠႢ») – Ⴂერმანიის უმსხვილესი ბანკი; დაარსებულია 1870 წ.; შტაბ—ბინა მდებარეობს ქ. Ⴃჲუსელდორფში.
Congress Centrum («Ⴉონგრეს—ცენტრუმი») – საერთაშორისო სპეციალიზირებული გამოფენების ადგილი ქ. Ⴠამბურგში.
Constanze («Ⴉონსტანცა») – ქალთა პოპულარული ჟურნალი, რომელიც გამოიცემა Ⴘპრინგერის კონცერნის მიერ.
Contax («Ⴉონტაქს») – ვიწროფირიანი ფოტოაპარატის მარკა.
Continental («Ⴉონტინენტალი») – საკანცელარიო და ადვილსატარებელი საბეჭდი მანქანის მარკა.
Cottbus (Ⴉოტბუსი) – ქალაქი Ⴁრანდენბურგის მხარეში, 110 ათასი მაცხოვრებელი; ქიმიური, საფეიქრო და მრეწველობის სხვა დარგები.
C-Parteien (ქრისტიანული პარტიები) – ႵႣႩ და ႵႱႩ პარტიების ბლოკის მოკლე სახელწოდება.
CSU — იხ. Christlich Soziale Union.
D
DAAD – იხ. Deutscher Akademischer Austauschdienst.
Dachau (Ⴃახაუ) – ქალაქი Ⴁავარიაში; 1933 წ. აქ შეიქმნა ნაცისტურ Ⴂერმანიაში პირველი საკონცენტრაციო