ბიბლიოგრაფიულ საინფორმაციო ცენტრს; ამჟამად მისი ფონდი ითვლის 14 მლნ. ტომს.
Deutsche Börse AG («Ⴂერმანული ბირჟა» (ႠႱ) – ერთერთი უმსხვილესი ბირჟა Ⴄვროპაში; მდებარეობს Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში.
Deutsche Bücherei (Ⴂერმანული ბიბლიოთეკა Ⴊაჲპციგში) – დაარსებულია 1912 წ. (1913 წლიდან აგროვებს მსოფლიოში გამომავალ წიგნებს გერმანულ ენაზე; ფონდები ითვლის 6 მლნ. ტომს.
Deutsche Bundesbahn (DB) (ႢႴႰ—ის სახელმწიფო რკინის გზები / «Ⴁუნდესბანი») – ერთერთი უმსხვილესი სახელმწიფო საწარმო Ⴂერმანიაში, შექმნილი 1951 წ.; 1994 წლიდან «Ⴃოჲჩებან ႠႢ» —ს შემადგენლობაში.
Deutsche Bundesbank (Ⴃოჲჩებუნდესბანკი) – Ⴂერმანიის ცენტრალური ემისიური ბანკი (დაარსებულია 1957 წ.); მდებარეობს Ⴋაჲნის Ⴔრანკფურტში; სამმართველო ორგანო (ცენტრალური საბჭო) ადგენს გერმანული სავალუტო პოლიტიკის კურს; ბანკის ცენტრალური საბჭოს წევრები არიან ბანკის დირექცია და ცენტრალური სამხარეო ბანკების პრეზიდენტები.
Deutsche Burschenschaft (Ⴂერმანული სტუდენტური კორპორაცია) – შეიქმნა 1815 წ.
Deutsche Dampfschiffs-Gesellschaft Hansa («Ⴃოჲჩე დამპფშიფს—გეზელშაფტ Ⴠანზა») – უმსვილესი სანაოსნო, დაარსებული 1881 წ. Ⴁრემენში.
Deutsche Demokratische Republik (DDR) (Ⴂერმანიის Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა (ႢႣႰ) – სახელმწიფო Ⴚენტრალურ Ⴄვროპაში; არსებობდა 1949—1990 წწ.; 108 333 კვ. კმ; 16,43 მლნ. მაცხოვრებელი; იყო შექმნილი 1949 წ. 7 ოქტომბერს აღმოსავლეთ Ⴂერმანიაში ოკუპაციის საბჭოთა ზონის ტერიტორიაზე; პრეზიდენტად არჩეული იყო Ⴅ. Ⴎიკი, Ⴂერმანიის ერთიანი სოციალისტური პარტიის თავჯდომარე (ႢႤႱႮ შეიქმნა 1946 წ.); 1989 წ. გაზაფხულზე ႢႣႰ—ში შეიქმნა მწვავე საზოგადოებრივ—პოლიტიკური კრიზისი; ႢႤႱႮ—ს ხელმძღვანელობა გადადგა (1990 წ. თებერვალში ႢႤႱႮ გარდაიქმნა Ⴃემოკრატიული სოციალიზმის პარტიად); 1990 წ. 12 სექტემბერს Ⴋოსკოვში ხელმოწერილია Ⴑაბოლოო მოწესრიგების ხელშეკრულება; ႢႣႰ Ⴑახალხო პალატის გადაწყვეტილების თანახმად 1990 წ. 3 ოქტომბერს ႢႣႰ შეუერთდა ႢႴႰ—ს, რის შედეგადაც წარმოიშვა ერთიანი გერმანული სახელმწიფო.
Deutsche Edelstahlwerke AG («Ⴃოჲჩე