AG («Ⴀგფა ႠႢ») – 1956 წ. ქ. Ⴊევერკუზენში დაარსებული ფოტო— და კინომასალების წარმოების უდიდესი ფირმა; 1964 წელს გაერთიანდა ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტ» -თან.
Agfa-Gevaert AG («Ⴀგფა—Ⴂეფერტ ႠႢ») – ფოტო— და კინომასალების წარმოების გერმანულ—ბელგიური კონცერნი; წარმოიშვა 1964 წ. გერმანულ ფირმა «Ⴀგფა ႠႢ» და ბელგიურ კონცერნ « Ⴂეფერტის» გაერთიანების შედეგად.
Ahlen LR («Ⴀლენ ႪႰ») – Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Aim – მთის ალპიური საძოვარი.
Akademiker – უმაღლესი საუნივერსიტეტო განათლების მქონე ადამიანი.
Akademischer Beifall (აკადემიური ტაშის დაკვრა) – სდუდენტების მიერ მოხრილი თითებით მაგიდაზე კაკუნი ლექციის, პროფესორის გამოსვლის ან მეცნიერული მოხსენების მოწონების ნიშნად.
Aktiengesellschaft für Anilinpro-duktion (Agfa) («Ⴀქციონგეზელშაფტ ფიჲრ ანილინპროდუქციონ» («Ⴀგფა») – 1883 წ. დაარსებული ანილინის პროდუქციის წარმოების აქციონერული საზოგადოება; 1925—1945 წწ. «ႨႢ Ⴔარბენინდუსტრი ႠႢ» —ს შემადგენლობაში; 1956 წ. დაარსდა ხელახლად სახელწოდებით «Ⴀგფა ႠႢ».
Aktivisten der ersten Stunde («პირველი საათის აქტივისტები») – Ⴂერმანიის ოკუპაციის საბჭოთა ზონაში ნაცისტური რეჟიმის შედეგების აღმოფხვრის და ნორმალური ცხოვრების აღდგენის ინიციატორები ომის დამთავრების შემდეგ პირველ დღეებში.
Albertinum (Ⴀლბერტინუმი) – მუზეუმი ქ. Ⴃრეზდენში, რომელიც ატარებს მისი დამაარსებლის, Ⴑაქსონიის მეფის Ⴀლბერტ Ⴑაქსონელის სახელს; მუზეუმის შენობა აგებულია 1884—1887 წწ.; Ⴀხალი ოსტატების გალერეაში წარმოდგენილია 19—20 სს. ფერწერა.
Alemannia Aachen TSV («Ⴀლემანია Ⴀახენ ႲႱႴ») – Ⴁუნდესლიგის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.
Alex m (Ⴀლექსი) – Ⴁერლინის მოედნის Ⴀლექსანდერპლატცის ზოგადსახმარი სახელწოდება.
Alexanderplatz, სალ. Alex (Ⴀლექსანდერპლატცი, Ⴀლექსი) – მოედანი Ⴁერლინის ცენტრში, რომელმაც მიიღო თავისი სახელწოდება 1805 წ. Ⴐუსეთის იმპერატოს Ⴀლექსანდრე I Ⴁერლინში ვიზიტის შედეგად.
Alexander-von-Humboldt-Stiftung (Ⴀლექსანდერ ფონ Ⴠუმბოლდტის ფონდი) – ფონდი,