Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე

Ⴇანამედროვე Ⴂერმანია. Ⴊექსიკონი


Скачать книгу

კონცხი კუნძულ Ⴐჲუგენის ჩრდილოეთში.

      Arme Ritter («ღარიბი რაინდი») – რძეში ამოვლებული, შემწვარი, შაქრის ფხვნილით და დარიჩინით მოყრილი თეთრი პურის ნაჭრეები.

      Armenhaus Sachsens (Ⴑაქსონიის ღარიბების თავშესაფარი) – ქ. Ⴞემნიცის ხატოვანი სახელწოდება, რომელშიც აისახა მე—19 ს. საფეიქრო ფაბრიკების მუშების გაჭირვებული მდგომარეობა.

      Arminia Bielefeld DSC («Ⴀრმინია Ⴁილეფელდი ႣႱႩ») – Ⴁუნდესლიგის უმაღლესი დივიზიონის საფეხბურთო კლუბი.

      Arminius-Denkmal (Ⴀრმინიუსის ძეგლი) – აგებულია 1838—1875 წწ. ქ. Ⴃეტმოლდის მახლობლად (Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარე).

      Arnsberg (Ⴀრნსბერგი) – ქალაქი Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნი—Ⴅესტფალიის მხარეში; 22 ათასი მაცხოვრებელი; კლიმატური კურორტი.

      Art-cologne («Ⴀრტ-კოლონი») – სახვითი ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა Ⴙრდილოეთ Ⴐაჲნ—Ⴅესტფალიის ქალაქ Ⴉჲოლნში.

      Artillerietruppe (არტილერიის ნაწილები) – Ⴁუნდესვერის Ⴑახმელეთო Ⴟარების ნაწილები.

      ASB  იხ. Arbeiter-Samariter Bund.

      Asamkirche (Ⴀზამკირხე) – ეკლესია Ⴋჲუნხენში, აშენებული მე—18 ს. პირველ ნახევარში როკოკოს სტილში; ბაროკოს ოსტატების ძმები Ⴀზამების საჩუქარი ქალაქს; ცნობილია თავისი ფრესკებით.

      Aschermittwoch (ფერფლოვანი ოთხშაბათი) – Ⴃიდ მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათი, 40-დღიანი მარხვის დასაწყისი, რომელიც გრძელდება Ⴀღდგომამდე.

      Aschkuchen იხ. Napfкuchen.

      AStA – იხ. Allgemeiner Studentenаusschuss.

      Atlas Delmehorst («Ⴀტლას Ⴃელმეხორსტი») – საფეხბურთო კლუბი.

      Audi («Ⴀუდი») – კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» მსუბუქი მანქანა.

      Audi-Werke AG («Ⴀუდი—ვერკე ႠႢ») – საავტომობილო ფირმა, დაარსებული Ⴀ. Ⴞორხის მიერ ქ. Ⴚვიკაუში 1910 წ. მას შემდეგ, რაც მისმა ძველმა ფირმამ «Ⴀუგუსტ Ⴞორხ უნდ Ⴉº მოტორენვერკემ» განიცადა კომერციული წარუმატებლობა; ახალი სახელწოდება Audi ლათინურად ნიშნავს იმასვე, რაც გერმანული Horch, ე. ი. «ისმინე»; 1932 წ. შევიდა კონცერნ «Ⴀუტოუნიონ ႠႢს» შემადგენლობაში.

      Auerbachs Keller («Ⴀუერბახსკელერი») – ძველისძველი ღვინის სარდაფი Ⴊაჲფციგში, რომელსაც