«Ⴞორხ—ვერკე ႠႢ» და «ႣႩႥ—ვერკე ႠႢ» შეერთების შედეგად; უშვებდა მანქანებს «Ⴀუდი», «Ⴞორხ», «ႣႩႥ» და სხვ.
Auto Union GmbH («Ⴀუტო—Ⴓნიონ ႢმბჀ») – საავტომობილო კომპანია, დაარსებული 1949 წ. ქ. Ⴈნგოლშტადტში; 1959 წ. შევიდა კონცერნ «Ⴃაჲმლერ—Ⴁენც ႠႢ» შემადგენლობაში; 1965 წლიდან აქციების საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის «Ⴔოლკსვაგენვერკ ႠႢს».
AWO – იხ. Arbeiterwohlfahrt.
Axel Springer Verlag AG («Ⴀქსელ Ⴘპრინგერ Ⴔერლაგ ႠႢ») – საგაზეთო—საგამომცემლო კონცერნი, უდიდესი Ⴄვროპაში; დაარსებულია 1947 წ. Ⴠამბურგში Ⴀქსელ Ⴘპრინგერის მიერ; 1970 წლიდან გარდაიქმნა აქციონერულ საზოგადოებაში.
B
Babelsberg (Ⴁაბელსბერგი) – ქ. Ⴎოტსდამის რაჲონი, სადაც მდებარეობს მსოფლიოში უძველესი და უმსხვილესი კინოსტუდია, რომელიც აგრძელებს ႳႴႠ—სტუდიის ტრადიციებს; აქვე იყო კინოსტუდია ႣႤႴႠ (ႢႣႰ).
Babelsberg 03 e.V. SV («Ⴁაბელსბერგ 03 ႱႴ») – Ⴂერმანიის ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგა «Ⴙრდილოეთის» საფეხბურთო კლუბი; დაარსებულია 1903 წ.
Backsteingotik (აგურის გოტიკა) – არქიტექტურული სტილი, დამახასიათებელი ჩრდილო—გერმანულ ქალაქებისთვის.
Baden (Ⴁადენი) – 1. ისტორიული ოლქი Ⴂერმანიაში; 2. 1951 წლიდან Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის ნაწილი.
Baden-Baden n (Ⴁადენ—Ⴁადენი) – ბალნეოლოგიური კურორტი Ⴘვარცვალდის მთებში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 51 ათასი მაცხოვრებელი; ყოველწლიურად ტარდება სპორტულ—საცხენოსნო შეჯიბრებები.
Badenweiler (Ⴁადენვაჲლერი) – ბალნეოკლიმატური კურორტი სამხრეთ Ⴘვარცვალდში (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგის მხარე); 3 600 მაცხოვრებელი; შემორჩენილია არქიტექტურული ძეგლები: ჰერცოგის სასახლის ნანგრევები, რატუშა, ძველრომაული აბანოები.
Baden-Württemberg (Ⴁადენ—Ⴅჲურტემბერგი) – Ⴂერმანიის ფედერალური მხარე; ფართობი 35 751 კვ. კმ, 10,15 მლნ. მაცხოვრებელი; ადმინისტრაციული ცენტრი Ⴘტუტგარტი; თვალწარმტაცი ლანდშაფტები: Ⴘვარცვალდი, Ⴐაჲნის, Ⴃუნაის, Ⴌეკარის ხეობები; მთიანი ადგილი